ერევნის მერიის შენობაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ.
ერევნის მერმა დემონსტრანტებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, დემონსტრანტებმა კი ქალაქის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე მერის მოადგილეები გავიდნენ და განუცხადეს, რომ თავად მერი შენობაში არ იმყოფება და მოსახლეობას მოგვიანებით შეხვდება. სომხური მედიის ინფორმაციით, მერიაში შეჭრილი 200-მდე მოქალაქე კორიდორებში ზის, ნაწილი კი თანამშრომლების კაბინეტებში დადის.
განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობაა მერის მისაღებთან.
ერევნის მერს, რომელიც უფლებამოსილებას 2011 წლის შემდეგ ასრულებს, ისტორიული შენობების ნგრევის, სატრანსპორტო და დასუფთავების პრობლემებისთვის აკრიტიკებენ.