სომხეთში, ერევანში საპროტესტო აქცია ხვალ, 10:00 საათზე განახლდება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იუწყება.
რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები დაიშალნენ, თუმცა რამდენიმე სახელმწიფო უწყება ამ დრომდე პიკეტირებულია.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლების დროს 80-მდე ადამიანი დააკავეს.
სერჟ სარგსიანის პრემიერობის მოწინააღმდეგეები უკვე მეორე დღეა, ერევნის ცენტრში აქციას მართავენ.
სომხეთის პარლამენტმა – ეროვნულმა კრებამ სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ცოტა ხნის წინ აირჩია. მის კანდიდატურას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 18 კი წინააღმდეგი წავიდა.
ფოტო: მირიან მელაძე