ერევანში საპროტესტო აქცია დილიდან განახლდება [ფოტო]
ერევანში საპროტესტო აქცია დილიდან განახლდება [ფოტო]

სომხეთში, ერევანში საპროტესტო აქცია ხვალ, 10:00 საათზე განახლდება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იუწყება.

რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები დაიშალნენ, თუმცა რამდენიმე სახელმწიფო უწყება ამ დრომდე პიკეტირებულია.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლების დროს 80-მდე ადამიანი დააკავეს.

სერჟ სარგსიანის პრემიერობის მოწინააღმდეგეები უკვე მეორე დღეა, ერევნის ცენტრში აქციას მართავენ.

სომხეთის პარლამენტმა – ეროვნულმა კრებამ სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ცოტა ხნის წინ აირჩია. მის კანდიდატურას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 18 კი წინააღმდეგი წავიდა.

 

ფოტო: მირიან მელაძე