ერევანში აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლიდან ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს
ერევანში „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრები პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენციასთან მივიდნენ. შესაბამის ინფორმაციას სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ ავრცელებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „სომხეთი ნიკოლის გარეშე“, „ნიკოლი მოღალატე“, „გამოდი, მშიშარა“, „სირცხვილი“.
სამთავრობო რაიონში, სადაც პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია მდებარეობს, მობილიზებულია პოლიცია. მანამდე დემონსტრანტები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, სადაც შესასვლელების ბლოკირების შესახებ განაცხადეს.
სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა, მართავს.