ერევანში აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლიდან ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს 
ერევანში აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლიდან ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს 

ერევანში „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრები პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენციასთან მივიდნენ. შესაბამის ინფორმაციას სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ ავრცელებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „სომხეთი ნიკოლის გარეშე“, „ნიკოლი მოღალატე“, „გამოდი, მშიშარა“, „სირცხვილი“.

სამთავრობო რაიონში, სადაც პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია მდებარეობს, მობილიზებულია პოლიცია. მანამდე დემონსტრანტები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, სადაც შესასვლელების ბლოკირების შესახებ განაცხადეს.

სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა, მართავს.