ერდოღანის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე აპირებს, მიმართოს ალიანსის წევრებს, გაუხსნან გზა თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ, რათა შემდეგ თურქეთმა გზა გაუხსნას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე ის აპირებს, მიმართოს ალიანსის წევრებს, თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ გაუხსნან გზა, რათა შემდეგ თურქეთმა ეს გზა შვედეთს ნატო-ში წევრობისკენ გაუხსნას.
„მოვუწოდეთ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს ევროკავშირის კარიბჭესთან, უკვე 50 წელზე მეტია, ალოდინებენ, უპირველესად, მოდით, გზა გავუხსნათ თურქეთს ევროკავშირში და შემდეგ ჩვენ გავუხსნით გზას შვედეთს, ისევე როგორც ეს ფინეთისთვის გავაკეთეთ“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა ლიეტუვაში გამგზავრების წინ, სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერდოღანი ასევე აცხადებს, რომ შვედეთის ნატო-ში წევრობა დამოკიდებულია იმ საკითხების შესრულებაზე, რომლებიც გასული წლის სამმხრივ შეთანხმებაშია გაწერილი.