ერდოღანი - სომეხი მოქალაქეების ისტორიული ტკივილის გაზიარება თურქეთის კეთილსინდისიერი პასუხისმგებლობაა
სომეხი მოქალაქეების ისტორიული ტკივილის გაზიარება თურქეთის კეთილსინდისიერი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიმართვაშია ნათქვამი.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა წერილი სტამბოლში სომხეთის ეკლესიის რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეებს გაუგზავნა, რომელიც 1915 წლის ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება.
თურქეთის პრეზიდენტმა მასობრივი მკვლელობების დროს დაღუპულთა შთამომავლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„თქვენ შეიკრიბეთ, რათა გაიხსენოთ ოსმალეთის იმპერიის სომხები, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის მკაცრ პირობებში დაიღუპნენ. ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებით, ჩვენ ვიზიარებთ ტკივილს, რაც ჩვენმა თანამოქალაქე ეთნიკურმა სომხებმა განიცადეს“ – ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.
თურქეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ თურქეთში მცხოვრები სომხები არ დაეხმარებიან მათ, ვინც სიძულვილსა და ბოროტებას აღვივებს.
1915 წელს მასობრივი მკვლელობის დროს, 1.5 ეთნიკური სომეხი დაიღუპა. თურქეთი გენოციდის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი როგორც სომხები, ასევე თურქებიც გახდნენ.