ერდოღანი - სირიის ხელისუფლება ქალაქ მანბიჯში ფსიქოლოგიურ ოპერაციას ატარებს
სირიის ხელისუფლება ქალაქ მანბიჯში ფსიქოლოგიურ ოპერაციას ატარებს, თუმცა გარკვეული ჯერ კიდევ არაფერი არ არის – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სირიის არმიის მიერ ქალაქ მანბიჯის დაკავების შესახებ განაცხადა.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთის მიზანი სირიის გაყოფა არ არის, თუმცა სურს, რომ სირიის ჩრდილოეთ რაიონები ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა დატოვონ. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიის საკითხზე სასაუბროდ 29 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ასევე დაზვერვის სამსახურის უფროსი მოსკოვში შეხვედრებს გამართავენ. ასევე შესაძლებელია, გაიმართოს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარიც.
სირიის სამთავრობო არმია ქალაქ მანბიჯში ქურთული სამხედრო ჯგუფის, „სახალხო დაცვის შენაერთის“ მიმართვის შემდეგ შევიდა. ქალაქს მანამდე სწორედ ეს დაჯგუფება აკონტროლებდა.