ერდოღანი - სირიის აფრინის რეგიონში თურქეთი ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ბრძოლაში დაამარცხებს
სირიის აფრინის რეგიონში თურქეთი ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ბრძოლაში დაამარცხებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თუ აფრინში ტერორისტები არ დანებდებიან, თურქეთი მათ გაანადგურებს, მანბიჯში კი პირობების დარღევის შემთხვევაში ანკარა დაუყოვნებლივ იმოქმედებს.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ერაყის საზღვარზე ტერორისტული საფრთხე არ მოისპობა.
ერდოღანმა სირიაში ჩატარებული ოპერაცია „ევფრატის ფარიც“ გაიხსენა და თქვა, რომ თურქეთმა დარტყმა ერთ ღამეში უეცრად განახორციელა და ტერორისტული კორიდორი გაანადგურა.