ერაყში, ტერორიზმში ბრალდებული 12 პირი სიკვდილით დასაჯეს
ერაყში, ტერორიზმში ბრალდებული 12 პირი სიკვდილით დასაჯეს

ერაყის ხელისუფლებამ ტერორიზმში ბრალდებული 12 პირი სიკვდილით დასაჯა. განაჩენი სისრულეში მას შემდეგ მოიყვანეს, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების ძალების რვა წევრის გატაცებისა და დახოცვის საპასუხოდ, ბრალდებულთა სასიკვდილო განაჩენის აღსრულების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო” გატაცებული პირების სანაცვლოდ, დაკავებული ტერორისტების გათავისუფლებას მოითხოვდა. თუმცა, გარიგება არ შედგა.