ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თუზ-ხურმატუში ტერაქტის შედეგად სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დაშავებულია 75-მდე ადამიანი. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ქალაქის ცენტრალურ ბაზარში ააფეთქა. მომხდარზე პასუხისმგბელობა ჯერ არავის აუღია.
თუზ-ხურმატუ ქურთებით, არაბებითა და თურქმენებით დასახლებული ქალაქია. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ჩატარებული დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, აღნიშნულ რაიონში ერაყის სახელისუფლებო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებები მოხდა.