ერაყში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
23 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ვირუსის 102 226 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, დაღუპულია 4 122 ადამიანი.
ამასთან, ერაყის რამდენიმე ქალაქიდან კომერციული ავიარეისები განახლდა. ქვეყნის მასშტაბით ყველა აეროპორტის გახსნა კი, პირველ აგვისტოს იგეგმება.