ერაყში კორონავირუსით ინფიცირების 2 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ერთი დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი სულ 36 702 ადამიანს დაუდგინეს. ვირუსს დღემდე 1330 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში 79 პაციენტი გარდაიცვალა.