ერაყში კორონავირუსის 2 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23:13, 24.06.2020

ერაყში კორონავირუსით ინფიცირების 2 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ერთი დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას სიენენი ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი სულ 36 702 ადამიანს დაუდგინეს. ვირუსს დღემდე 1330 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში 79 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი