ერაყმა ლიბანს, მომსახურებისა და საქონლის სანაცვლოდ, მილიონი ტონა საწვავი მიჰყიდა
ლიბანში არსებულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, ერაყის ხელისუფლებამ დღეს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ქვეყნისთვის მილიონი ტონა საწვავის მიყიდვის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ყასემიმ განაცხადა.
უკვე რამდენიმე თვეა, ლიბანი საწვავის მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის.
მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებას ერაყის მხრიდან ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი აბდულამირ ალავი და ლიბანის ენერგეტიკის მინისტრი რაიმონ გაჯარი.
საწვავის უკმარისობის გამო, ქვეყანაში ბენზინგასამართი სადგურები მხოლოდ შუადღემდე მუშობს და თითოეულ მანქანაში არაუმეტეს 25 ლიტრს ასხამენ. შესაბამისად, საწვავთან დაკავშირებით გრძელი საცობები მუდმივად არსებობს.