ერაყის პრემიერ-მინისტრი ISIS-ის ​ყველა ყოფილი წევრის სიკვდილით დასჯას ითხოვს
ერაყის პრემიერ-მინისტრი ISIS-ის ​ყველა ყოფილი წევრის სიკვდილით დასჯას ითხოვს

ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ აბადი ერაყის ციხეებში დაპატიმრებული თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს, იგივე დაეშის წევრების დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯას ითხოვს. მისი თქმით, სასმართლო პროცესი საჭირო არ არის.

თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს ყოფილ წევრებს შორის უცხო ქვეყნის ასობით მოქალაქეა, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებიც, რომლებიც დაეშის რიგებს 2013-2015 წლებში შეუერთდნენ.

დაეშის ყოფილი 12 წევრი 29 ივნისს ბაღდადში სიკვდილით უკვე დასაჯეს.

აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სპეცსამსახურების ინფორმაციით, თვითგამოცხადებულ ისლამურ სახელმწიფოში 30 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იბრძოდა, დანარჩენები სირიისა და ერაყის მოქალაქეების იყვნენ.