ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა
ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა. შესაბამისი რეზოლუცია ერაყის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
რეზოლუციის მიღებამდე დღეს გამართულ სხდომაზე ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდელ მაჰდიმ მოუწოდა კანონმდებლებს, გადახედონ ყველა შეთანხმებას, რომელიც ერაყში უცხოელი სამხედროების ყოფნას არეგულირებს. მისივე თქმით, უცხოელმა სამხედროებმა ერაყი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ.
შეგახსნებთ, რომ ამ საკითხის განხილვა ერაყელმა პარლამენტარებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის იერიშის შედეგად ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა.