ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა

19:03, 05.01.2020

ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა. შესაბამისი რეზოლუცია ერაყის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

რეზოლუციის მიღებამდე დღეს გამართულ სხდომაზე ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდელ მაჰდიმ მოუწოდა კანონმდებლებს, გადახედონ ყველა შეთანხმებას, რომელიც ერაყში უცხოელი სამხედროების ყოფნას არეგულირებს. ​მისივე თქმით, უცხოელმა სამხედროებმა ერაყი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ.

შეგახსნებთ, რომ ამ საკითხის განხილვა ერაყელმა პარლამენტარებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის იერიშის შედეგად ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა.

მსგავსი