ერაყის დედაქალაქში აფეთქება მოხდა, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის დედა-შვილიც არიან. ბავშვი მცირეწლოვანია.
გარდა ამისა, დაშავებულია ექვსი პირი.
აფეთქება ბაღდადის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია.