ერაყის დედაქალაქში აფეთქებისას სამი ადამიანი დაიღუპა

19:03, 14.08.2018

ერაყის დედაქალაქში აფეთქება მოხდა, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის დედა-შვილიც არიან. ბავშვი მცირეწლოვანია.

გარდა ამისა, დაშავებულია ექვსი პირი.

აფეთქება ბაღდადის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია.

მსგავსი