ერაყის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიში მიიტინა
ერაყის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიში მიიტინა

ერაყის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიში მიიტინა. სამიზნე „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ერაყის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა.

ჰაიდერ ალ-აბადის თქმით, ავიადარტყმები მიიტანეს სირიის სამხრეთით მდებარე ქალაქ დეშაიშასთან ახლოს მდებარე შენობებზე, რომლებიც ტერორისტებს ეკუთვნით. მისივე თქმით, სამიზნეები სრულად განადგურებულია.

ერაყის მთავრობამ „ისლამურ სახელმწიფო“ დამარცხებულად შარშან დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა როგორც ბაღდადში აცხდებენ, ტერორისტული დაჯგუფების წევრები ჯერ კიდევ რჩებიან სირიისა და ერაყის მოსაზღვრე რაიონებში და ერაყს საფრთხეს უქმნიან.