ექვს ობიექტს, მათ შორის ხიდსა და ობელისკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ექვს ობიექტს, მათ შორის ხიდსა და ობელისკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.
ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების თანახმად, აღნიშნული სტატუსის მატარებელი შემდეგი ობიექტები გახდნენ:
ხიდი- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი XIX საუკუნე.
„ბნელა საყდარი“ – სამეკლესიანი ბაზილიკა ;მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კევლიანი VII საუკუნე.
ენეოლითური სადგომი, მარნეულის მუნიციპალიტეტი. სოფელი კასუმლო; ძვ.წ. 5-4 ათასწლეული.
სართიჭალის ობელისკი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სართიჭალა; 1849 წელი.
ქვემო ბოლნისის წმ. ნინოს ეკლესია, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ბოლნისი; IX-X საუკუნეები.
ქვემო ბოლნისის სამეკლესიანი ბაზილიკა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ბოლნისი. VI საუკუნე
ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ 11 თებერვალს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.