ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის „იმედის“ კლინიკის ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს
ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის „იმედის“ კლინიკის ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარი შეუფარდა. სხდომაზე გირაოს შეფარდების შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა.
პროკურორის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, პროკურატურა ბრალდებულს ედავება ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის „იმედის“ კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების დადგენილება გუშინ გამოიტანა.