გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი - მეგი ბაქრაძის ვაქცინაციამდე სამედიცინო ისტორიამ მოგვცა გარკვეული ვარაუდების გამორიცხვის საშუალება
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი - მეგი ბაქრაძის ვაქცინაციამდე სამედიცინო ისტორიამ მოგვცა გარკვეული ვარაუდების გამორიცხვის საშუალება

მეგი ბაქრაძის ვაქცინაციამდე სამედიცინო ისტორიამ მოგვცა გარკვეული ვარაუდების გამორიცხვის საშუალება, – ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატებს უკვე სრულად აქვთ საქმის მასალები, რისი შესწავლაც მოახდინეს.

ამასთან, როგორც ბარამაშვილმა აღნიშნა, ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე ამ დრომდე გამოძიებას კითხვა არ აქვს დასმული. დაკითხული არ არიან მნიშვნელოვანი მოწმეები.

„გადმოგვეცა საქმის მასალები, რაც მოიცავს მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს. ძირითადად ამ მასალებიდან შესაძლებელია თანმიმდევრულობის დადგენა და რამდენად სწორად არის სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული ესა თუ ის მოქმედება. საბოლოო ჯამში, რამდენიმე დეტალიც გამოიკვეთა, რაზეც ვისაუბრებთ ბრიფინგზე. გარკვეული მოწმეები დაიკითხნენ, მაგრამ ჩვენ მიერ შეთავაზებული კითხვები არ იყო გამოყენებული, თუმცა, მთლიან სურათში შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი. ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეგულირების სააგენტოს დასკვნა და სამხარაულის ბიუროს დასკვნა. მეგის ვაქცინაციამდე სამედიცინო ისტორიამ მოგვცა გარკვეული ვარაუდების გამორიცხვის საშუალება, რაზეც დეტალურად ბრიფინგზე მოგახსენებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

დატოვე კომენტარი