„ექსპო ჯორჯიასთან“ აქციაზე დაკავებული პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
„ექსპო ჯორჯიასთან“ აქციაზე დაკავებული პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
აქციაზე დაპირისპირების დროს ცხრა პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა გზის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს.
„ექსპო ჯორჯიასთან“ აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტებმა გამართეს.