„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციის ცხრა მონაწილე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა
„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციის ცხრა მონაწილე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა

„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციის ცხრა მონაწილე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა  გზის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, „ექსპო ჯორჯიასთან“ აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტები მართავენ.