ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს პირველი არხს ესტუმრნენ, მედიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ჟურნალისტების სამუშაო გარემო დაათვალიერეს.
მოსწავლეებმა ნახეს ის სტუდიებიც, საიდანაც თოქშოუები და საინფორმაციო გადაცემები გადის. უფროსკლასელებს განსაკუთრებული ინტერესი ახალი მედიისა და ტექნოლოგიების მიმართ ჰქონდათ.
პირველი არხისთვის მსგავსი ვიზიტები პირველი არ არის. ტელევიზიას ხშირად სტუმრობენ დაწყებითი და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, ასევე სტუდენტები და მედიის მუშაობით დაინტერესებული სტუმრები.