ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია
ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი „ნიუ ჰოპიტალშია“ გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც „ნიუ ჰოპიტალის“ ექიმმა განაცხადა, პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
„ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევები და ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით და მზად ვართ, ამ გართულებებთან ბრძოლისთვის. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ხელოვნურ სუნთქვაზე, გონება დაბინდულია. იყო ელექტროტრამვა, იყო შოკი, მიიყვანეს ხეჩინაშვილში, მოხდა ინტუბაცია და შემდეგ მოხვდა ჩვენთან გადმოყვანა.
ბავშვი იმყოფება რეანიმაციის ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მოსალოდნელი გართულებები შეიძლება მოხდეს სულ მცირე 72 საათი“, – განაცხადა ექიმმა.
არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.