ექიმის ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 122 ბავშვი მკურნალობს
კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 122 კოვიდინფიცირებული პაციენტი, აქედან 20 მკურნალობს ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციის განყოფილებაში, – ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის ექიმმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.
ექიმის თქმით, ერთი პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე და იმყოფება აპარატულ მხარდაჭერაზე.
„აღნიშნულ თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, ის ტრანსპორტირებული არის ბათუმიდან, უკვე მძიმე მდგომარეობაში და მას აღენიშნება ფილტვის დაზიანება. დანარჩენის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით. ასაკობრივად უფრო არის წლამდე ასაკის ბავშვები მომართვიანობის მხრივ და ასევე, პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები. რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსს, რომლის შვილებიც არიან ჩვენთან მოთავსებულები, სამწუხაროდ, მაჩვენებელი დაბალია, 122-დან ცხრა პაციენტის მშობელია აცრილი. უნდა აიცრას, როგორც მშობელი, ასევე ის ადამიანი, რომელიც კონტაქტობს ბავშვთან, რომ შევამციროთ რისკი კოვიდინფიცირების. ასევე, მნიშვნელოვანია 12 წლის ზემოთ ბავშვები იყვნენ ვაქცინირებულები“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.