ექიმი - ბარათაშვილის ქუჩიდან შემოყვანილ მოზარდს ტრავმული შოკი და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა აღენიშნებოდა
ბარათაშვილის ქუჩიდან შემოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა ტრავმული შოკით და სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებების გამო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, გიორგი ხარჩილავამ განუცხადა.
მისი თქმით, მოზარდის ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა.
„პაციენტი შემოიყვანეს ემერჯენსის განყოფილებაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. პრაქტიკულად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმით. მიღების შემდეგ, გადაუდებლად იქნა საოპერაციოში აყვანილი. ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა გულის გაჩერებას. რამდენჯერმე მოხერხდა აღდგენა, მერე ისევ გაჩერდა. პრაქტიკულად პაციენტი გარდაიცვალა ტრავმული შოკით და სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებების გამო“, – განაცხადა ექიმმა გიორგი ხარჩილავამ.
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლე ცოტა ხნის წინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.