ექიმი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავერსის“ კლინიკაში მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა
დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავერსის“ კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგიც, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი,- ამის შესახებ ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ექიმმა, მარინა გელანტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი კონტაქტური და აბსოლუტურად ადეკვატურია.
„პაციენტის მდგომარეობა მთელი ღამის განმავლობაში იყო დამაკმაყოფილებელი, უტარდებოდა სტანდარტული მკურნალობა. დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის პაციენტს ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, რისი შედეგიც სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი. მაღალტენოლოგიური კვლევის ჩასატარებლად პაციენტი იყო გადაყვანილი „ავერსში“. ის აბსოლუტურად კონტაქტური და ადეკვატურია. შეზღუდული აქვს მოძრაობა მარჯვენა ხელ-ფეხში, სწორედ ამ მოვლენის ვერიფიცირებისთვის გვჭირდება მაღალტექნოლოგიური კვლევა. ჯერ არ ვიცით, როდის გაეწერება პაციენტი, ეს მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული“,-განაცხადა მარინა გელანტიამ.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან 15 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს დილით ის დამატებითი კვლევებისთვის „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, ისევ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დააბრუნეს.