ექიმებს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უწევთ მუშაობა, დამატებითი რეგულაციები დაუწესდებათ
ექიმებს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უწევთ მუშაობა, დამატებითი რეგულაციები დაუწესდებათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ იგეგმება დამატებითი რეგულაციების დაწესება იმ ექიმებისთვის, რომლებიც კირონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, რათა ექიმი ინფიცირების წყარო არ გახდეს სხვა პაციენტებისთვის.

„ჩვენ გვქონდა თხოვნა პირველ დღეებში, შემდეგ არა ერთი მიმართვა და მოწოდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოწოდება იყო შიდა სამუშაოების ჩატარების ფონზე. მათთვის დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა რისკებს შეიცავდა ყოველივე ეს. გეთანხმებით, რომ კვლავაც არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და შესაბამისად, იქმნება ძალიან დიდი რისკი. სამინისტრო მუშაობს კონკრეტულად დამატებითი რეგულაციების შექმნაზე და ჩვენ უმოკლეს ვადებში მივიღებთ ამ რეგულაციებს, რათა იმ ექიმებს, რომლებიც „კოვიდიდან“ თავისუფალ პაციენტებს მკურნალობენ, არ შეექმნათ რისკი და პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.