ექიმები ვარაუდობენ, რომ ქუთაისის აეროპორტში მილანის რეისით ჩამოსულ მგზავრს კორონავირუსი არ აქვს
მილანი-ქუთაისის რეისით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილი მგზავრი, რომელიც გუშინ მომატებული ტემპერატურით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, კვლავ ბოქსირებულ პალატაში რჩება.
ექიმების თქმით, პაციენტის ანალიზები კვლევისთვის უკვე გადააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხს დღის ბოლოს ან ხვალ დილით ელოდებიან.
20 წლის ახალგაზრდა გოგონას მკურნალი ექიმის ნესტან ჭეიშვილის თქმით, პაციენტს ამ დროსითვის ტემპერატურა 37.2 უფიქსირდება.
„ველოდებით ანალიზების პასუხებს, თუმცა წინასწარი დაკვირვებით, ვფიქრობთ ეს არ არის კორონავირუსი“,- განაცხადა ექიმ-ინფექციონისტმა ნესტან ჭეიშვილმა.