ეპიდავრის უძველეს თეატრში ღია ცის ქვეშ წარმოდგენების გამართვა განახლდა
საბერძნეთში, ეპიდავრის უძველეს თეატრში წარმოდგენები განახლდება. ღია ცის ქვეშ რამდენიმე წარმოდგენა ისევ დაიდგმევა.
ასევე, თეატრის 2300 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ეპიდავრის სცენაზე მიმდინარე წარმოდგენა პირდაპირ ეთერში გაშუქდება.
საბერძნეთის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გამო, კონცერტები და ღონისძიებები ძირითადად გადაიდო, თუმცა როგორ „გარდიანი“ წერს, ქვეყნის კულტურის სამინისტრომ ეპიდავრის თეატრში, რომელიც პელოპონესის სამხრეთით მდებარეობს, ღონისძიებების ჩატარება დაუშვა.