ენტონი ფაუჩი - „კოვიდ-19“-ის ვაქცინა წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება
აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინა წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება.
„მთავარი საკითხია, როდის და არა – თუ“, – განაცხადა ფაუჩიმ კონგრესში სტუმრობისას.
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში მოსმენაზე ფაუჩი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, „საკვების და წამლის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელებთან და ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
ენტონი ფაუჩიმ მანამდე თქვა, რომ აშშ ჯერ კიდევ პანდემიის პირველ ტალღაშია და მასობრივ შეკრებები რისკის შემცველია.