ენტონი ფაუჩი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ში მომავალი წლის პირველ თვეებში იქნება ხელმისაწვდომი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ში მომავალი წლის პირველ თვეებში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ გააკეთა.
„2021 წლის დასაწყისში ვაქცინა აშშ-ში ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ფაუჩიმ.
აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ვაქცინის შექმნა წლის ბოლომდეც მოახერხოს, თუმცა მისივე თქმით, დისტრიბუციასა და წარმოებას დრო სჭირდება.
„სავარაუდოა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ვაქცინის ათობით მილიონი დოზა გვექნება“, – განაცხად ფაუჩიმ.
აშშ-ში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 144 550-ზე მეტი კოვიდინფიცირებული.