ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსი მის პრაქტიკაში ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე ვირუსია
ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსი მის პრაქტიკაში ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე ვირუსია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ჩვენ ჯერ დასასრულის დასაწყისსაც კი ვერ ვხედავთ“,- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა კომენტარი სასწავლო პროცესის აღდგენაზეც გააკეთა. ფაუჩის თქმით, იმისთვის, რომ ბავშვები სკოლებში დაბრუნდნენ, ქვეყანამ ვირუსზე კონტროლი უნდა დაამყაროს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 135 379 ადამიანი.