ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსი მის პრაქტიკაში ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე ვირუსია

22:17, 13.07.2020

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსი მის პრაქტიკაში ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე ვირუსია. ინფორმაციას სიენენი ავრცელებს.

„ჩვენ ჯერ დასასრულის დასაწყისსაც კი ვერ ვხედავთ“,- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა კომენტარი სასწავლო პროცესის აღდგენაზეც გააკეთა. ფაუჩის თქმით, იმისთვის, რომ ბავშვები სკოლებში დაბრუნდნენ, ქვეყანამ ვირუსზე კონტროლი უნდა დაამყაროს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 135 379 ადამიანი.

მსგავსი