ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევის თაობაზე სატელეფონო საუბარი გამართეს.
როგორც თურქეთის დიპლომატიური უწყება ავრცელებს ცნობას, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა. მინისტრებმა რეგიონული განვითარების საკითხებიც განიხილეს, თუმცა დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების მისაღწევად ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მორიგი ტურნეთი იმყოფება. ისრაელისა და ეგვიპტის შემდეგ ის კატარში ჩავიდა.