ენტონი ბლინკენსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ენტონი ბლინკენსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ნედ ფრაისის განცხადებაშია ნათქვამი.

მხარეებმა დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში მიმდინარე ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება განიხილეს და სიტუაციის დასარეგულირებლად ურთიერთთანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

საუბრისას აგრეთვე ხაზი გაესვა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეთა როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.