ენტონი ბლინკენი ვლადიმირ ზელენსკის ხვდება
ენტონი ბლინკენი ვლადიმირ ზელენსკის ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის ხვდება. შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.

„დიდი პატივია პირადად ჩემთვის და უკრაინისთვის, რომ ვმასპინძლობთ, ჩენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის ასეთი მაღალი დონის დელეგაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა უკრაინელი ხალხისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის, რომელსაც 2014 წლიდან უჭერს ამერიკა მხარს და ჩვენ ამ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“, – წერს ზელენსკი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ენტონი ბლინკენი და ვლადიმირ ზელენსკი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ევროპული ტურნეს ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

Розпочалася зустріч Президента України Володимира Зеленського та Державного секретаря Сполучених Штатів Америки Ентоні…

Posted by Офіс Президента України on ხუთშაბათი, 06 მაისი, 2021