ენტონი ბლინკენი ვიდეოს ავრცელებს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების, მათ შორის დავით ზალკალიანის უკრაინისადმი სოლიდარობაა გამოხატული [ვიდეო]
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის უკრაინისადმი სოლიდარობაა გამოხატული.
ვიდეოკოლაჟი მოიცავს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მეთაურების და საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდამჭერ ციტატებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიზანია უკრაინის მიმართ მსოფლიო სოლიდარობის დემონსტრირება.
ვიდეო აერთიანებს ნატო-ს გენერალური მდივნის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ლატვიის, ესტონეთის, კანადის, საქართველოს, გერმანიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ქვეყნის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ციტატებს.