ენტონი ბლინკენი - უკრაინას პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც უკრაინელი ვეტერანი სამხედროების მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული
ენტონი ბლინკენი - უკრაინას პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც უკრაინელი ვეტერანი სამხედროების მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული

აშშ უკრაინას პირველად გადასცემს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებების გარდა, ჩვენ პირველად გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომელთა გამოყენებაც ახლა მოხდება უკრაინელი ვეტერანი სამხედროების მხარდასაჭერად. Მან, ვინც ხელს უწყობდა პუტინის აგრესიულ ომს, ამისთვის უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია 5,4 მილიონ დოლარზე, რომლებიც ვეტერანთა რეაბილიტაციასა და მხარდაჭერას მოხმარდება.

შეგახსენებთ, კიევში ვიზიტისას ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.