აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ჩინეთს ლიდერის პირველი შეხვედრაა 2018 წლის შემდეგ.
სი ძინპინისა და ენტონი ბლინკენის მოლაპარაკებები ჩინეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტის დასრულებისას შედგა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აღნიშნულმა შეხვედრამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის სამიტს.
„ორ მხარეს ჰქონდა გულწრფელი და სიღრმისეული დისკუსიები. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, – განაცხადა სი ძინპინმა შეხვედრისას.
მანამდე ენტონი ბლინკენმა მოლაპარაკებები გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ცინ განთან და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჩინეთის ლიდერის მთავარ მრჩეველთან, ვან ისთან.