ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ვაშინგტონში შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ვაშინგტონში შეხვდება. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრემდივანი ნედ პრაისი ავრცელებს.
„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას უმასპინძლებს და უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა გაიმართება.
მიმდინარე და მომავალი კვირის შეხვედრები არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე“, – განაცხადა ნედ პრაისმა.