ენტონი ბლინკენი - ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ, ეს საშინელი ტაქტიკა არ გატეხს უკრაინის, მისი პარტნიორების სიმტკიცეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გმობს რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებს. ამის შესახებ ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რუსეთის ტაქტიკა არ გატეხს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს.
„მთელი უკრაინის მასშტაბით, მილიონობით ადამიანმა თავი თავშესაფრებში შეაფარა, როდესაც რუსეთმა კვლავ დაუშვა მათზე რაკეტები. ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ. ეს საშინელი ტაქტიკა არ გატეხს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს“, – წერს ბლინკენი.