ენტონი ბლინკენი – ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ, ეს საშინელი ტაქტიკა არ გატეხს უკრაინის, მისი პარტნიორების სიმტკიცეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გმობს რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებს. ამის შესახებ ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რუსეთის ტაქტიკა არ გატეხს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს.
„მთელი უკრაინის მასშტაბით, მილიონობით ადამიანმა თავი თავშესაფრებში შეაფარა, როდესაც რუსეთმა კვლავ დაუშვა მათზე რაკეტები. ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ. ეს საშინელი ტაქტიკა არ გატეხს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს“, – წერს ბლინკენი.
Millions across Ukraine took shelter as Russia again rained down missiles today. Continued attacks on infrastructure are designed to keep Ukraine’s civilians cold and in the dark. These appalling tactics won’t break the resolve of Ukraine and its partners.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) November 23, 2022