ენტონი ბლინკენი - ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, მზად ვართ მისთვის და დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს
ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, მზად ვართ მისთვის და დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გამიზნული აგრესიის შემდეგ, ეს ალიანსი გაერთიანდა სწრაფად, ერთიანად, გადამწყვეტად, დაუყოვნებლივ ჩაუშვა სწრაფი რეაგირების ძალები ნატო-ს უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, თითოეული მოკავშირე ამა თუ იმ ფორმით, ეხმარება უკრაინას.
„თითოეული მოკავშირე ამა თუ იმ ფორმით ეხმარება თავად ნატო-ს გაძლიერებას“, – განაცხადა ბლინკენმა.