ენტონი ბლინკენი – ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, მზად ვართ მისთვის და დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს

13:27, 04.03.2022

ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, მზად ვართ მისთვის და დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გამიზნული აგრესიის შემდეგ, ეს ალიანსი გაერთიანდა სწრაფად, ერთიანად, გადამწყვეტად, დაუყოვნებლივ ჩაუშვა სწრაფი რეაგირების ძალები ნატო-ს უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, თითოეული მოკავშირე ამა თუ იმ ფორმით, ეხმარება უკრაინას.

„თითოეული მოკავშირე ამა თუ იმ ფორმით ეხმარება თავად ნატო-ს გაძლიერებას“, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი