ენტონი ბლინკენი აშშ-ის მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დღეს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ენტონი ბლინკენი აშშ-ის მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დღეს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აშშ-ის მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დღეს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სანქციებს უწესებენ 150-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და სუბიექტს უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ სამიზნეში იღებს უამრავ სუბიექტს, რომლებიც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობებს აფართოებენ და პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ენერგეტიკის წარმოების გაძლიერებაზე.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასანქცირებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელიც უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ფეესბე) ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედებისთვის გამოიყენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.